,,ასოციაციის” საქმიანობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინტერვეციული კარდიოვასკულური მიმართულების განვითარებას, სრულყოფას   და სისტემატიზაციას, მედიცინი სგანვითარების თანამედროვე დონეზე;

ამ მიზნით საზოგადოება:

– ხელს უწყობს და შეძლებისდაგვარად მატერიალურად ეხმარება კადრების პროფესიულ მომზადებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში;

– ხელს უწყობს ინტერვენციული კარდიოლოგიის საქმეში არსებულ უახლეს გამოცდილებათა და მეცნიერულ მონაპოვართა პრაქტიკაში დანერგვის დაჩქარებას;

– აწარმოებს სამეცნიერო, მეთოდური, პერიოდული და სახელმძღვანელო ლიტერატურის გამოცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

– ახდენს გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას სახელმწიფოებრივ ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მომიჯნავე ასოციაციებთან, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ;

– ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და დისკუსიებს;

– საზოგადოება უფლებამოსილია გააგზავნოს სპეციალისტები საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად;