ჩვენ შესახებ

საქართველოს ინტერვენციულ კარდიოლოგთა ასოციაცია დაფუძნდა 2018 წლის 25 აგვისტოს და წარმოადგენს არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

  • ასოციაციის პრეზიდენტი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი შალვა რცხილაძე (ს.ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკა).
  • ვიცე პრეზიდენტი: ინტერვენციული კარდიოლოგი ირაკლი გოგორიშვილი(კლინიკა ჰელსიკორი).
  • გენერალური მდივანი: ინტერვენციული კარდიოლოგი ლაშა ჩანტლაძე (ჯო-ენის სამედიცინო ცენტრი).
  • მდივანი: ინტერვენციული კარდიოლოგი ინგა ბოჭორიშვილი (ბოხუას კარდიო)

სამუშაო ჯგუფები:

  1. ნაციონალური რეგისტრის შემმუშავებლი ჯგუფი (ხელმძღვანელი ზვიად კერესელიძე).
  2. ინტერვენციული კარდიოლოგიის კომპეტენციების განმსაზღვრელი ჯგუფი (ხელმძღვანელი შალვა რცხილაძე)

ასოციაციის მიზნები

,,ასოციაციის” საქმიანობის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინტერვეციული კარდიოვასკულური მიმართულების განვითარებას, სრულყოფას   და სისტემატიზაციას, მედიცინი სგანვითარების თანამედროვე დონეზე;

ამ მიზნით საზოგადოება:

– ხელს უწყობს და შეძლებისდაგვარად მატერიალურად ეხმარება კადრების პროფესიულ მომზადებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთის წამყვან კლინიკებში;

– ხელს უწყობს ინტერვენციული კარდიოლოგიის საქმეში არსებულ უახლეს გამოცდილებათა და მეცნიერულ მონაპოვართა პრაქტიკაში დანერგვის დაჩქარებას;

– აწარმოებს სამეცნიერო, მეთოდური, პერიოდული და სახელმძღვანელო ლიტერატურის გამოცემას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

– ახდენს გამოცდილების გაზიარებას და ინფორმაციის გაცვლას სახელმწიფოებრივ ორგანიზაციებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მომიჯნავე ასოციაციებთან, როგორც ჩვენს ქვეყანაში ისე საზღვარგარეთ;

– ატარებს სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სემინარებსა და დისკუსიებს;

– საზოგადოება უფლებამოსილია გააგზავნოს სპეციალისტები საზღვარგარეთის მოწინავე ქვეყნებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად;